loader

ვაშლიჯვრიდან გელოვანის ქუჩის მიმართულებით ესტაკადა გაკეთდება, გმირთა მოედნიდან "ლაგუნა ვერეს" მიმართულებით კი გზა გაფართოვდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვაშლიჯვრიდან გელოვანის ქუჩის მიმართულებით ესტაკადა გაკეთდება, გმირთა მოედნიდან "ლაგუნა ვერეს" მიმართულებით კი გზა გაფართოვდება

ვაშლიჯვრიდან გელოვანის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე ესტაკადის გაკეთება გვინდა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა "რადიო პალიტრის" გადაცემა "შუადღის სტუდიაში" განაცხადა. მისივე თქმით, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება, მათ შორის გმირთა მოედნიდან "ლაგუნა ვერეს" მიმართულებით არსებული გზის გაფართოება.

"ჩვენ გეგმებში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს, მათ შორის გამოვყოფ რამდენიმე პრიორიტეტულ პროექტს. ვაშლიჯვრიდან გელოვანის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე ძალიან დიდი საცობებია. აქ გვინდა, რომ ესტაკადა გავაკეთოთ. გმირთა მოედნიდან "ლაგუნა ვერეს" მიმართულებითაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში საცობია. აქ გვაქვს დაგეგმილი არსებული გზის გაფართოება, რათა გამტარიანობა მეტი ჰქონდეს. ასევე "ვეფხი და მოყმის" ძეგლთან გვინდა ახალი გზის გაკეთება", - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.