loader

სპორტის სასახლიდან რუსთავის მიმართულებით 35-ივე მძღოლი სამუშაო ადგილს დაუბრუნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპორტის სასახლიდან რუსთავის მიმართულებით 35-ივე მძღოლი სამუშაო ადგილს დაუბრუნდა

სპორტის სასახლიდან რუსთავის მიმართულებით მოძრავ მარშრუტზე მიკროავტობუსების მოძრაობა სრულად აღდგა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ კომპანია ,,ინტერტრანსიდან“ აცნობეს, აღნიშნულ ხაზზე მომუშავე მძღოლებსა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკება შედგა და 35-ივე მძღოლი სამუშაო ადგილს დაუბრუნდა.

”15 მიკროავტობუსი უკვე გავიდა თბილისის მიმართულებით, ამ დროისთვის შეფერხება მგზავრთა გადაყვანაზე მთლიანად მოხსნილია. ,,ინტერტრანსის“ ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ შეხვდა მძღოლებს, მათ შორის შედგა მოლაპარაკება, რომლის დეტალებსაც მოგვიანებით გავაჟღერებთ. მიკროავტობუსები 2-2 წუთიანი ინტერვალით გადიან აღნიშნულ ხაზზე და შეფერხების გარეშე უზრუნველყოფთ უკვე მგზავრთა გადაყვანას“, - განაცხადა ,,ინტერტრანსის“ წარმომადგენელმა სოფო ცერცვაძემ.

სპორტის სასახლიდან რუსთავის მიმართულებით მოძრავ მარშრუტზე კომპანია ,,ინტერტრანსის“ კუთვნილი ყვითელი მიკროავტობუსები შეზღუდვით გადაადგილდებოდნენ. ამის მიზეზი მძღოლებსა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის დღიური გადასახადთან დაკავშირებით შეუთანხმებლობა იყო.



ავტორი: ნარიტა ჩხაიძე