loader

რა ხდება გაბრიელ სალოსის ქუჩაზე,სადაც სპეცოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება გაბრიელ სალოსის ქუჩაზე,სადაც სპეცოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს

გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია დაახლოებით 12 საათია მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სამართალდამცველებს ბლოკირებული აქვთ რამდენიმე კორპუსის შესასვლელი.

არსებული ინფორმაციით, სპეცრაზმი ორი პირის აყვანას ცდილობს, რომლებიც ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში იმყოფებიან. ღამის 05:00 საათიდან მიმდინარეობდა შტურმი, რომელიც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. შტურმის დროს ისმოდა ძლიერი აფეთქებებისა და სროლის ხმა. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა შედეგით დასრულდა შტურმი. შტურმამდე
რამდენიმე წუთით ადრე კი კორპუსიდან, სადაც სუს-ი სპეცოპერაციას ატარებს, მოსახლეობა გამოიყვანეს.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია სპეცდანიშნულების რაზმის ერთი წარმომადგენლის დაჭრის, ასევე ერთი პირის დაკავების შესახებ, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე ამ ეტაპზე არ დასტურდება.



ავტორი: ნიკა საჯაია