loader

ვინ არის აჰმედ ჩატაევი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციისას ერთ-ერთი ლიკვიდირებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის აჰმედ ჩატაევი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციისას ერთ-ერთი ლიკვიდირებულია

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი შესაძლოა აჰმედ ჩატაევი იყოს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ყოფილმა სამხედრო ინსტრუქტორმა დავით მაკიშვილმა გაავრცელა. მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა ამაზე: "ჩემი ინფორმაციით, ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ახმედ ჩატაევი და მისი დაცვის წევრები..."

2015 წელს ცნობილი გახდა, რომ ჩატაევმა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს, მუქარის შემცველი აუდიო-ჩანაწერი გამოუგზავნა. ამის შესახებ, ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 2015 წელს დაკავებულ სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამის, აიუფ ბორჩაშვილის სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2012 წელს, საქართველოს ხელისუფლებამ, ციხიდან გამოუშვა პატიმარი, რომელიც პანკისში მებრძოლთა მომზადების ბრალდებით იხდიდა სასჯელს... ოპოზციის ნაწილმა ბრალდებულის გათავისუფლებაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაადანაშაულა. თავად მინისტრმა კი, რომლის დაქვემდებარებაში 2012 წლისთვის პროკურატურა შედიოდა, განაცხადა, რომ არ იყო ჩატაევის გათავისუფლების მომხრე და მისი გათავისუფლება მაშინდელი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილებით მოხდა...

აჰმედ ჩატაევი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. მან ხელი რუსეთში პატიმრობისას დაკარგა, ფეხი კი
საქართველოში.

წაიკითხეთ სტატია ვრცლად ambebi.ge-ზე