loader

გიგანტების გზა ირლანდიაში, რომელიც 50-60 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიგანტების გზა ირლანდიაში, რომელიც 50-60 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა

გიგანტების გზა ტერიტორიაა, რომელიც უძველესი ვულკანური ამოფრქვევის შედეგად წარმოშობილ დაახლოებით 40 000 ბაზალტის სვეტს მოიცავს. იგი ჩრდილოეთ ირლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. 1986 წელს ტერიტორია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. 

სვეტების წვერები ნაფეხურებს წააგავს, რომლებიც ფრიალო კლდეების კალთებიდან ზღვაში უჩინარდება. სვეტების უმრავლესობა ექვსკუთხაა, თუმცა ზოგიერთს ოთხი, ხუთი, შვიდი და რვა კუთხეც გააჩნია. უმაღლესი სვეტები 12 მეტრია, ხოლო კლდეების გაქვავებული ლავის სისქე - 28 მ.

ვულკანური სვეტები დაახლოებით 50-60 მლნ წლის წინ, პალეოგენის პერიოდში წარმოიქმნა.

დღეისათვის, გიგანტების გზა ჩრდილოეთ ირლანდიის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.