loader

"ატყდა ჩოჩქოლი, სიგნალიზაციის ხმა არ იყო, საშინელი კვამლი იდგა" - სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრისას დაღუპულების ახლობლები ახალ დეტალებზე საუბრობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ატყდა ჩოჩქოლი, სიგნალიზაციის ხმა არ იყო, საშინელი კვამლი იდგა" - სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრისას დაღუპულების ახლობლები ახალ დეტალებზე საუბრობენ

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც დაღუპულთა ახლობლებმა განაცხადეს, 11 დაღუპულიდან 8 ლიფტში იპოვეს, 1 - აუზში, 2 კი სასტუმროს სავარჯიშო დარბაზში.

ოფიციალური ინფორმაციით, ხაძრის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზაცია 21 ადამიანს დასჭირდა. დაშავებულთა შორის ასევე არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 1 მეხანძრე-მაშველი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.