loader

ლიმონის გამოყენების უჩვეულო ხერხები: უნივერსალური საშუალება ყველასთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლიმონის გამოყენების უჩვეულო ხერხები: უნივერსალური საშუალება ყველასთვის

ლიმონს სამკურნალო თვალსაზრისით ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინ მიმართავდნენ. სჯეროდათ, რომ ეს მცენარე იცავდა შავი ჭირისგან და შველოდა გველის ნაკბენით დაგესვლის შემთხვევაში. შეუცვლელი იყო იარების და ფილტვების დაავადებების, სხვადასხვა შხამით მოწამვლის დროს. უძველესი დროიდან ლიმონით მკურნალობდნენ სურავანდს, დიფტერიას, სიყვითლესა და შეშუპებას.

დღეისთვის ლიმონი ნებისმიერი ადამიანის რაციონის აუცილებელი პროდუქტია, მით უმეტეს, გაციების დროს. მოყვარული მებაღეები ლიმონს სახლში ახარებენ. ამტკიცებენ, რომ ციტრუსების ეს წარმომადგენელი სახლში განსაკუთრებულ მიკროკლიმატს ქმნის და ოჯახის წევრები პრაქტიკულად არ ავადდებიან გრიპითა და სხვა, გაციებით გამოწვეული დაავადებებით. თუმცა, ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების გარდა, ლიმონს კიდევ არაერთი ფუნქცია აქვს, რომელიც შეგიძლიათ ვიდეოში იხილოთ.