loader

რა მოხდა დიღომში - ლუბლიანას ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილი მეუღლე სახის არეში დაჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მოხდა დიღომში - ლუბლიანას ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილი მეუღლე სახის არეში დაჭრა

ლუბლიანას ქუჩაზე მამაკაცის მიერ ყოფილი მეუღლის დაჭრის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სამი მუხლით დაიწყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

"თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარების,მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" პროკურატურის პრესსამსახურში.