loader

"მთელი სვანეთი გამოვა, ვინ იფიქრებდა, რომ ამას დააბრალებდნენ" - 70 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ძმები შუკვანები დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მთელი სვანეთი გამოვა, ვინ იფიქრებდა, რომ ამას დააბრალებდნენ" - 70 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ძმები შუკვანები დააკავეს

მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში მამაკაცის ცემის ფაქტზე, რომელიც მესტიის საავადმყოფოში გარდაიცვალა, პოლიციამ ორი ძმა დააკავა. შემთხვევა 27 ნოემბერს მოხდა. სოფლის გამგებლის, ვლადიმერ ფილფანის ინფორმაციით, ნაცემი მამაკაცი ადგილობრივებმა გზაზე იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც მესტიის საავადმყოფოში განაცხადეს, პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქმე სს კოდექსის 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.