loader

ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდის გარდაცვალების შემდეგ კლინიკის ექიმი პირველ კომენტარს აკეთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდის გარდაცვალების შემდეგ კლინიკის ექიმი პირველ კომენტარს აკეთებს

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ავთანდილ იმედაძის განცხადებით, 16 წლის მოზარდი სისხლის შედედების დარღვევით გარდაიცვალა. როგორც იმედაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს განუვითარდა ე.წ. "ДВС სინდრომი".

"სამწუხაროდ, მიღებული ზომების მიუხედავად, პაციენტი გარდაიცვალა. განვითარდა ე.წ. დევეეს სინდრომი, რომელიც არის სისხლის შედედების ფაქტორების განლევა. ოპერაციის შემდეგ იყო გააქტიურებული აღნიშნული სინდრომი. ეს არის სისხლის შედედების დარღვევა, ანუ როცა ვერ ხდება სისხლის შედედება და იყო მასიური სისხლდენა. ეს ფაქტორი ჩვენთვის მოსალოდნელი იყო. ეს სინდრომი ვითარდება, როცა არის მასიური სისხლის დანაკარგი. ეს სინდრომი ვერ იქნა დაძლეული და პაციენტი გარდაიცვალა", - განაცხადა იმედაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოზარდი დღეს გარდაიცვალა.