loader

საბურთალოს ეკლესიაში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლის, ლევან დადუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საბურთალოს ეკლესიაში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლის, ლევან დადუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ეკლესიაში 51-ე სკოლის მოკლული მოსწავლის, ლევან დადუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ეკლესიაში დადუნაშვილის ოჯახის წევრები, კლასელები და ახლობლები იმყოფებიან.
ლევან დადუნაშვილს დღეს დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად 51-ე სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს. მათგან ერთი, მე-11 კლასის მოსწავლე ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე, დათო სალარიძე 2 დეკემბერს, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების გამო რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ხუთი პირი დააკავა. მათგან ორს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, ხოლო სამს - დანაშაულის შეუტყობინებლობა.


ავტორი: ინგა მურუსიძე