loader

ახალგაზრდა დედა ბოიფრენდს ცოლობაზე დათანხმდა, მაგრამ არ იცოდა, რომ ამ დღეს მამაკაცი ორჯერ ითხოვდა ხელს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალგაზრდა დედა ბოიფრენდს ცოლობაზე დათანხმდა, მაგრამ არ იცოდა, რომ ამ დღეს მამაკაცი ორჯერ ითხოვდა ხელს

კასანდრამ და გრეტმა ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნეს და შეხვედრები ძალიან მალე დაიწყეს. წყვილს ერთმანეთი ძალიან შეუყვარდა.

9 თვის შემდეგ გრეტმა კასანდრასა და მის ქალიშვილს სთხოვა, ლამაზად გამოწყობილიყვნენ. მოგვიანებით კი რესტორანში წავიდნენ.

ვახშმის შემდეგ მამაკაცმა კასანდრა და მისი ქალიშვილი პარკში წაიყვანა.

დიდხანს ისეირნეს, ხოლო როცა ხის ხიდს მიუახლოვდნენ, გრეტი მოულოდნელად შეჩერდა.
მამაკაცმა მუხლი მოიყარა და კასანდრას ცოლობა სთხოვა.

გოგონა დათანხმდა, მაგრამ გრეტი მაინც არ დგებოდა. ის ადრიანასკენ შებრუნდა და ჰკითხა, თანახმა იყო თუ არა, მისი ქალიშვილი გამხდარიყო. ბავშვი დაეთანხა, კასანდრა კი ბედნიერებისგან ატირდა.

ისინი ახლა ერთად ბედნიერად ცხოვრობენ და მეორე შვილს ელოდებიან.