loader

ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ამცირებს სიმსივნით დაავადების რისკს, ხელს უწყობს წონაში დაკლებას - ჯადოსნური კენკრა, რომელიც უკვე საქართველოშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ამცირებს სიმსივნით დაავადების რისკს, ხელს უწყობს წონაში დაკლებას - ჯადოსნური კენკრა, რომელიც უკვე საქართველოშია

ბგოჯი ბერი, იგივე მგლის კენკრა, WolfBerry (Licium Barbarum) ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი კენკროვანი მცენარეა და ჩინურად დღეგრძელების ნაყოფს ნიშნავს. მას გააჩნია მრავალმხრივი სამკურნალო თვისებები და უამრავ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს.

გოჯი ბერის ნაყოფი მდიდარია ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით, ასევე უხვად შეიცავს კალციუმს, თუთიას, რკინასა და ფოსფორს. მცენარის ფოთლებისგან მზადდება უგემრიელესი ჩაი, ხოლო ნაყოფი ფართოდ გამოიყენება, როგორც კულინარიულ ასევე სამედიცინო და კოსმეტიკური დანიშნულებით.

ამ ჯიშის კენკრას ადამიანის ორგანიზმზე მრავალი დადებითი თვისებები ახასიათებს, როგორიცაა: მხედველობის გაუმჯობესება, მეხსიერების უნარის დახვეწა, ღვიძლის ეფექტური მუშაობა, არის საუკეთესო გასახდომი საშუალება და გამოიყენება ორგანიზმიდან ცხიმების გამოსადევნად. ამასთან ერთად, ნაყოფი ხშირად გამოიყენება სიმსივნის, დიაბეტის, ალცჰაიმერის, გულსისხლძარღვთა და სხვა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

იხილეთ მასალა ვრცლად