loader

უჩვეულო მსვლელობა საქორწინო კაბებით - რა ხდებოდა ჭიათურაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უჩვეულო მსვლელობა საქორწინო კაბებით - რა ხდებოდა ჭიათურაში

ქორწინებისა და ოჯახის შექმნის წახალისების მიზნით ჭიათურაში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, მოდელებმა და ჟურნალისტებმა ჭიათურის ცენტრში ღია პოდიუმი მოაწყვეს და საქორწილო კაბები ჩაიცვეს. ღონისძიება ჭიათურის თეატრში დასრულდა, სადაც 3 ყველაზე ხანდაზმულ და 3 ახლად დაქორწინებულ წყვილს საჩუქრები გადასცეს. ბრენდმა "მარიგოლდმა" ჭიათურის რიტუალების სახლს 70 საქორწილო კაბა საჩუქრად გადასცა. გოგონებს, რომლებიც მაისამდე დაქორწინდებიან, საქორწილო კაბა საჩუქრად გადაეცემათ.