loader

"გავიგე საფლავიდან ამომავალი ხმები, რომელიც თითქოს მიწისქვეშეთიდან მოდიოდა, ცოცხლებიც დამარხეს" - "ხალხის მტრის" შვილის დღიური გაუგონარ სისასტიკეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გავიგე საფლავიდან ამომავალი ხმები, რომელიც თითქოს მიწისქვეშეთიდან მოდიოდა, ცოცხლებიც დამარხეს" - "ხალხის მტრის" შვილის დღიური გაუგონარ სისასტიკეზე

განნა ელიავა ვარშავაში 1913 წლის 5 მაისს დაიბადა. ის მალევე საქართველოში ჩამოვიდა დედასთან, ოპერის პრიმადონა ამელია ვოლ-ლივეცკასთან ერთად. გოგონა მცირე ასაკის იყო, როცა მისმა პოლონელმა პრიმადონა დედამ ქართველ მეცნიერზე, გიორგი ელიავაზე იქორწინა.

ბოლშევიკებმა ეს ოჯახი "ხალხის მტრად" შერაცხეს. მათ დევნას განნას მშობლების სიცოცხლე შეეწირა. 23 წლის, მეოთხე კურსის გეოლოგიის სტუდენტი კი ჯერ დააპატიმრეს, ხოლო წელიწად-ნახევრის შემდეგ ყაზახეთის გრძელ გზას გაუყენეს. საქართველოს მოაცილეს, როგორც "ხალხის მტრის" შვილი, სოციალურად საშიში ელემენტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში განნას საქმე არ ინახება. მშობლების მსგავსად, მისი დოკუმენტაცია მოსკოვშია დაცული.

განნამ ბოლშევიკების უსამართლო სამართალი და ქვეყნის არისტოკრატიის დევნა, კომუნისტური რეჟიმი და მათი მსხვერპლების შესახებ ინფორმაცია დეტალურად აღწერა თავის ჩანაწერებში. განნას დღიური იმდროინდელ ეპოქას ასახავს.