loader

"მჯერა მარტო ამ ბიჭის სიყვარულის, კაცობის და ადამიანობის" - რას წერს ოთო აბესაძის შეყვარებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მჯერა მარტო ამ ბიჭის სიყვარულის, კაცობის და ადამიანობის" - რას წერს ოთო აბესაძის შეყვარებული

ოთარ აბესაძე, რომელიც რამდენიმე თვეა პატიმრობაშია, გუშინდელ სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. პროცესზე დაცვის მხარემ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, სადაც აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იყო საუბარი, თუმცა ის სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. სასამართლოდან პენიტენციურ დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ აბესაძე მალევე უმძიმეს მდგომარეობაში ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც ცნობილია, აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა დააკავა. გამოძიების თანახმად, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს 3 ათასი დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.