loader

თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ექიმისა და მშობლების კომენტარები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ექიმისა და მშობლების კომენტარები

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. ის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი ზაზა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ ბოლო ანალიზების შედეგად უარყოფითი დინამიკა ვლინდება.

მისივე თქმით, ექიმები წნევისა და სხვა სასიცოცხლო მონაცემების დაბალანსებას მედიკამენტების მეშვეობით ცდილობენ. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა.მას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთდა, რის შემდეგაც თბილისში გადმოიყვანეს.

სპეცოპერაციის დროს 4 პირი დააკავეს. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.