loader

რატომ იყო რონალდო ცუდ ხასიათზე ცოლის დაბადების დღეზე - ჯორჯინა კი სახეს ჩანთით იფარავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ იყო რონალდო ცუდ ხასიათზე ცოლის დაბადების დღეზე - ჯორჯინა კი სახეს ჩანთით იფარავდა

კრიშტიანო რონალდომ და მისმა მეგობარმა გოგონამ, ჯორჯინა როდრიგესმა ლამაზმანის 24 წლის დაბადების დღე Marbella beach club-ში აღნიშნეს, თუმცა წყვილს სადღესასწაულო განწყობა არ ეტყობოდა.

როგორც Thesun-ი წერს, ეს სავარაუდოდ, იმ ხმებს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, პორტუგალიელი შემტევი მოდელ რიან საჯინს მესიჯებით ეფლირტავებოდა.

რესტორანში შესვლისას ჯორჯინა სახეს ჩანთით იფარავდა, ხოლო რონალდო ძალიან ცუდ ხასიათზე იმყოფებოდა. მათი განწყობა არც რესტორანში შესვლის შემდეგ შეცვლილა, ისინი მთელი საღამოს განმავლობაში ცუდ ხასიათზე მყოფნი საუბრობდნენ.

გავრცელებული ცნობით, რონალდო რიანს 2009 წლიდან იცნობს და რეგულარულად ეფლირტავება მესიჯებით, თუმცა მოდელი 2014 წლის შემდეგ დანიშნულია. ბოლოს ამის შესახებ მოდელის საქმრომ გაიგო, რონალდოს დაურეკა და თავის შეკავება მოსთხოვა. როგორც ამბობენ, რონალდოს მას შემდეგ რიანისთვის აღარ მიუწერია.