loader

Bitcoin-ი გარემოს აბინძურებს - კრიპტოვალუტა წლიურად იმდენ ენერგიას მოიხმარს, რაც საკმარისია 3 მილიონი ამერიკული ოჯახის მოსამარაგებლად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Bitcoin-ი გარემოს აბინძურებს - კრიპტოვალუტა წლიურად იმდენ ენერგიას მოიხმარს, რაც საკმარისია 3 მილიონი ამერიკული ოჯახის მოსამარაგებლად

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის ღირებულება მსოფლიო მედიის მუდმივი ყურადღების ცენტრშია, ცოტა თუ ფიქრობს იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს Bitcoin-ი გარემოზე და მის წვლილზე კლიმატის ცვლილების პროცესში. მეტეოროლოგ ერიკ ჰოლტჰაუსის თქმით, ბიტკოინის მაინები, იგივე სუპერკომპიუტერები ძალიან დიდი რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც თავის მხრივ, გავლენას ახდენს გარემოზე. დღეისათვის ბიტკოინი წლიურად 32 ტერავატ ენერგიას მოიხმარს, რაც საკმარისია სამი მილიონი ამერიკული ოჯახის ელექტროენერგიით მოსამარაგებლად. ბიტკოინის მიმართ ინტერესი კი მასზე დახარჯული ენერგიის ზრდას იწვევს.

მათემატიკოსების გათვლებით, ამჟამინდელი ზრდადი ინტერესის შენარჩუნების პირობებში, უკვე 2019 წლის მეორე ნახევრისთვის, „ბიტკოინის მაინების“ მიერ მოხმარებული ენერგიის მოცულობა მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ელენერგიის მოხმარებას გაუტოლდება. გარემოს დაბინძურებაზე ასევე ცუდად მოქმედებს ის ფაქტი, რომ ბიტკოინების მაინების უმეტესობა ჩინეთშია განლაგებული. ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტების განცხადებით, მაგალითად, მონღოლეთში შესწავლილი ერთ-ერთი „მაინის“ შედეგად გაირკვა, რომ ის იმდენ ენერგიას მოიხმარდა, რამდენსაც მაგალითად, Boeing 747 (ბოინგი) ფრენისას.

ეკონომისტების ნაწილი იმედს გამოთქვამს, რომ ბიტკოინის მაინებისთვის მისი მფლობელები განახლებად ელექტროენერგიას გამოიყენებენ და ის არ მოახდენს ასეთ გავლენას გარემოზე, თუმცა, მათი ნაწილი საერთოდაც პესიმისტურად არის განწყობილი და აცხადებს, რომ ამის გაკონტროლება სამომავლოდ სულ უფრო გართულდება.