loader

დაავადებები, რასაც არასაკმარისი ძილი იწვევს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაავადებები, რასაც არასაკმარისი ძილი იწვევს

არასაკმარისი ძილი ადამიანს არასწორი კვებითი არჩევანისკენ უბიძგებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ის მიიწევს მავნე პროდუქტებისკენ და უძნელდება სწორად კვება. როგორც კვლევამ აჩვენა, ყოველ ღამე, ძილის მხოლოდ ერთი, დამატებითი საათით გახანგრძლივება ტკბილეულისკენ ლტოლვის სიმძაფრეს მნიშვნელოვნად აქვეითებს და სწორი კვების შენარჩუნებაში გვეხმარება.

არასაკმარისი ძილი მთელი რიგი დაავადებების განვითარების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია, მათ შორისაა სიმსუქნე და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. ლონდონის სამეფო კოლეჯის თანამშრომლების აზრით, ძილის ხანგრძლივობის ერთი საათით გაზრიდისას, თავისუფალი შაქრის მოხმარება 10 გრამით მცირდებოდა. ამდენად, ზოგადად ნახშირწყლების მოხმარება ქვეითდებოდა. მრავალრიცხოვანი კვლევებით დასტურდება, რომ ხანგრძლივი ძილი დადებითად მოქმედებს მოხმარებული პროდუქტების არჩევანზე.