loader

უფასო და სწრაფი ინტერნეტი მსოფლიოს - ელონ მასკის ახალი ინიციატივა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უფასო და სწრაფი ინტერნეტი მსოფლიოს - ელონ მასკის ახალი ინიციატივა

კერძო აეროკოსმოსური კომპანია SpaceX რაკეტა Falcon 9-ს გაუშვებს. საუბარია ორი თანამგზავრის ორბიტაზე გატანაზე.
ერთ-ერთი მათგანი იქნება სადაზვერვო თანამგზავრი, რომელიც დაფინანსებულია ესპანეთის სამხედრო სტრუქტურის მიერ, ხოლო მეორე იქნება მომცრო ზომის ორი თანამგზავრი, რომელიც კომპანია SpaceX-ის ხელმძღვანელის ილონ მასკის განზრახვას - დედამიწისთვის უფასო ინტერნეტის მიწოდებას - ითვალისწინებს wi-fi საშუალებით.

ეს იქნება თავისუფალი ინტერნეტის გამავრცელებელი სატელიტის პირველი პროტოტიპი ორბიტაზე.

რაკეტის გაშვება კალიფორნიაში მდებარე Vandenberg Air Force Base -დან ადგილობრივი დროით 6:17 წუთზე მოხდება.

კომპანია SpaceX-მა რამდენიმე კვირის წინ შეიტანა განაცხადი დედამიწის
ორბიტაზე რამდენიმე ათასი თანამგზავრის გაშვების თაობაზე, რომელთაც უნდა უზრუნველყონ უფასო Wi-Fi მთელს პლანეტაზე.

ილონ მასკის კომპანიის განაცხადში წერია, რომ კომპანია გეგმავს ორბიტაზე 4425 თანამგზავრის გაშვებას, რომელიც დედამიწის ყველა მცხოვრებს საშუალებას მისცემს, ისარგებლოს 1 გბ-იანი სიჩქარის უსადენო ინტერნეტით. პირველ ეტაპზე დაგეგმილია 800 თანამგზავრის გაშვება, რომლებიც აშშ-ს ტერიტორიას დაფარავენ.