loader

რას წერდა ჰიტლერი დღიურებში - სენსაციური მასალა 62 რვეულში და სკანდალი იდიალურ ფალსიფიკაციაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას წერდა ჰიტლერი დღიურებში - სენსაციური მასალა 62 რვეულში და სკანდალი იდიალურ ფალსიფიკაციაზე

გასული საუკუნის 80-იან წლებში გერმანული მედია ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სკანდალიწ მოწმე გახდა, როცა სოლიდურმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა "შტერნმა" ადოლფ ჰიტლერის დღიურები გამოაქვეყნა.

1983 წლის 25 აპრილს, დასავლეთ გერმანული ჟურნალის გარეკანი სისხლისფერი ასოებით იუწყებოდა - ნაპოვნია ჰიტლერის დღიურები. გამოცემამ ავტორის ხელით დაწერილი ორიგინალური ფრაგმენტების დართვით 42 გვერდზე გამოაქვეყნა ამონარიდები ფიურერის დღიურიდან და მკითხველს კიდევ 28 ეპიზოდის პუბლიკაციას დაპირდა.

მსოფლიო საზოგადოება დიდი ინტერესით შეხვდა სენსაციურ აღმოჩენას, თუმცა ეს სენსაცია ერთ კვირაში საპნის ბუშტივით გასკდა.