loader

სამსართულიანი მდიდრული ბინა ვაკეში, რომელიც 820 000 დოლარად არის შეფასებული - რა ხდება მდიდრულ სახლში, რომლის ინტერიერსაც ინტერნეტში აიტაცებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამსართულიანი მდიდრული ბინა ვაკეში, რომელიც 820 000 დოლარად არის შეფასებული - რა ხდება მდიდრულ სახლში, რომლის ინტერიერსაც ინტერნეტში აიტაცებენ

იყიდება ბინა ავეჯითა და ტექნიკით, საკუთრებაშია მიწისქვეშა პარკინგიც. ბინა არის ტრიპლექსის ტიპის, რომლის პირველ სართულზეც განთავსებულია ჰოლი, დიდი მისაღები ოთახი ვერანდით, დიდი სამზარეულო-სასადილო ვერანდით, ცალკე სამრეცხაო, დიდი სათავსო ოთახი, სვ. წერტილი ჯაკუზით და კაბინეტი. მეორე სართულზე განთავსებულია 4 დიდი საძინებელი საკუთარი სვ. წერტილებითა და საგარდერობე ოთახებით. ყველა ოთახი გადის ვერანდაზე და ასევე აქვს ცალკე დიდი სათავსო ოთახი. მესამე სართულზე განთავსებულია ჰოლი, სვ. წერტილი, გასართობი ოთახი ბარით, საბილიარდო მაგიდითა და კინოთეატრით, დიდი ვერანდით (ვერანდაზე ჯაკუზით). კორპუსს გააჩნია დახურული სადარბაზო, პერიმეტრი კონტროლდება სათვალთვალო კამერებით.


სრული განცხადება


ავტორი: თიკო გურაშვილი