loader

"ორსულობისას დამისვეს საშინელი დიაგნოზი, ვნადგურდებოდი შიგნიდან" - 34 წლის ქალს სიმსივნემ სახე ისე დაუმახინჯა, რომ შვილებისგან დამალვა უწევს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ორსულობისას დამისვეს საშინელი დიაგნოზი, ვნადგურდებოდი შიგნიდან" - 34 წლის ქალს სიმსივნემ სახე ისე დაუმახინჯა, რომ შვილებისგან დამალვა უწევს

34 წლის კიმ დებლინგი კიბოს მეოთხე სტადიას უკვე დიდი ხანია ებრძვის. დაავადებამ კიმის ცხოვრებაში მაშინ იჩინა თავი, როდესაც ყველაზე ლამაზი ეტაპი ედგა და მცირეწლოვანი შვილების გაზრდით იყო დაკავებული, ახლა კი მათთან ურთიერთობაზე უარის თქმა უწევს - წერს Daily Mail-ი.

პირველ ბავშვზე ორსულობის დროს, 2016 წელს კიმმა საკუთარ სხეულზე გაურკვეველი წარმოშობის გამონაყარი შეამჩნია და მაშინვე ექიმს მიაკითხა, თუმცა ამ უკანასკნელმა ქალი დაამშვიდა და უთხრა, რომ ეს ჩვეულებრივი ეგზემა იყო, რომელიც მარტივად იკურნებოდა. ცოტა ხანში კი, როდესაც დებლინგი 24 კვირის ორსული იყო, შემზარავი დიაგნოზი გაიგო - მას ლიმფური სისტემის დაავადება აღმოაჩნდა, რომელიც მთელ სხეულზე იყო მოდებული მეტასტაზების სახით.