loader

გერმანიაში ჩამოყალიბებული ელექტრონული მუსიკის ჯგუფი, რომლის სოლისტი 24 წლის ქართველი ბიჭია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გერმანიაში ჩამოყალიბებული ელექტრონული მუსიკის ჯგუფი, რომლის სოლისტი 24 წლის ქართველი ბიჭია

TONENATION - ასე ჰქვია გერმანიაში, ბრემენში ჩამოყალიბებულ ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ჯგუფს, რომლის სოლისტიც 24 წლის ქართველი ბიჭი ბექა მაჩიტაძეა. ჯგუფი მთლიანად ინტერნაციონალურია - მისი წევრები საბერძნეთის, გერმანიის, იაპონიის და ხორვატიის წარმომადგენლები არიან.

"უკვე 13 წელი საქართველოდან შორს, ბრემენში ვცხოვრობ. ჯგუფი მეგობრებთან ერთად დავაარსე. ახალი მუსიკალური კომპოზიციის შთაგონების წყარო ხალხური სიმღერა "აჭარული" გახდა. საქართველოში ცოტა ხნის წინ ქორწილი მქონდა და ჩემმა უცხოელმა მეგობრებმა აჭარული სიმღერა და ცეკვა პირველად სწორედ ჩემი ქორწილის კადრებში ნახეს. მაშინვე წამოვიდა იდეა, რომ ეს არის ის, რაც ახალი კომპოზიციისთვის გვჭირდება! TONENATION-ის აჭარული სპეციალურად ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ფესტივალისათვის შეიქმნა, რომელიც სულ მალე დაიპყრობს საცეკვაო მოედანს", - გვეუბნება 24 წლის მუსიკოსი.