loader

სუსტი გულის პატრონებმა არ ნახოთ! - როგორ გადაარჩინა 22 წლის ახალგაზრდამ მე-4 სართულის აივანზე გადმოკიდებული ბავშვი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სუსტი გულის პატრონებმა არ ნახოთ! - როგორ გადაარჩინა 22 წლის ახალგაზრდამ მე-4 სართულის აივანზე გადმოკიდებული ბავშვი

ახალგაზრდა მამაკაცმა პარიზში ბავშვი აივნიდან გადავარდნისგან გადაარჩინა. ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ჩანს, რომ 22 წლის მამუდუ გასამა, რომელიც მალელი მიგრანტია, მეოთხე სართულზე აცოცდა, რომ მცირეწლოვანი ბავშვი გადაერჩინა. ადგილზე შეკრებილები მას შეძახილებით ამხნევებენ.

CNN-ის ინფორმაციით, როდესაც სახლთან პარიზის სამაშველო სამსახურის ბრიგადები მივიდნენ, ბავშვს საფრთხე აღარ ემუქრებოდა.

გასამა ამბობს, რომ სახლთან ახლოს რესტორანში იმყოფებოდა, ფეხბურთის საყურებლად, როდესაც დაინახა აივნის გარე მხრიდან გადმოკიდებული ბავშვი.

პარიზში მცხოვრებ მალელ არალეგალს, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის მოქალაქეობა მიანიჭა, ინფორმაციას "ევრონიუსი" ავცელებს.

22 წლის მალელი საფრანგეთის პრეზიდენტმა რეზიდენციაში მიიწვია. მაკრონმა განაცხადა, რომ გასამა მიიღებს საფრანგეთის მოქალაქეობას და ასევე, სამაშველო სამსახურში მუშაობას შესთავაზებენ.