X
კადრებში ჩანს, როგორ გაარტყა მღვდელმა სილა ბავშვს ნათლობის ცერემონიაზე
13:18 / 21-06-2018
ნათ­ლო­ბის ცე­რე­მო­ნი­ის დროს მღვდელ­მა მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვს სა­ხე­ში გა­არ­ტყა, რად­გან ბიჭი ტი­რო­და. ვი­დე­ოს "დე­ი­ლი მე­ი­ლი" ავ­რცე­ლებს.

მა­მა­კა­ცი და ქალი, რო­მ­ლებიც მღვდელ­თან ერ­თად ბავ­შვით ხელ­ში დგა­ნან, ნა­ნახ­მა გა­ა­ოგ­ნა და მღვდელს ბავ­შვი გა­მოს­ტა­ცეს.

კად­რებ­ში ჩანს, რომ ბავ­შვი ხელ­ში ქალს, სა­ვა­რა­უ­დოდ - დე­დას უჭი­რავს, მღვდე­ლი კი ემ­ბა­ზის წინ რი­ტუ­ალს იწყებს. ბავ­შვი ვი­დე­ო­ში ხმა­მაღ­ლა ტი­რის. მისი დამ­შვი­დე­ბა ვერ შეძ­ლეს, ამი­ტომ მღვდელ­მა ხმას აუ­წია, ბავ­შვის თავი ხე­ლე­ბით და­ი­ჭი­რა და სა­ხე­ში გა­არ­ტყა. ბიჭ­მა კი­დევ უფრო მო­უ­მა­ტა ტი­რილს, ბავ­შვის მა­მამ კი ბავ­შვი მღვდელს გა­მოს­ტა­ცა.

ცნო­ბი­ლი არ არის, რო­დის არის კად­რე­ბი გა­და­ღე­ბუ­ლი, თუმ­ცა ნათ­ლო­ბის ცე­რე­მო­ნია ფრან­გულ ენა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ლუკაშენკომ ახალგაზრდა მოდელი ქალების კამპანიაში საზამთრო დაკრიფა, რასაც სოცქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
"ომი არ იქნება... სააკაშვილის მსგავსი სასოწარკვეთილი მოქმედებების გამეორებას არავინ შეეცდება" - ოსი ჩინოვნიკი [ქართული ტიტრებით]