loader

სალომე ზურაბიშვილის ქალიშვილს რეპორტაჟის დროს პირდაპირ ეთერში კისერზე აკოცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სალომე ზურაბიშვილის ქალიშვილს რეპორტაჟის დროს პირდაპირ ეთერში კისერზე აკოცეს

სალომე ზურაბიშვილის ქალიშვილი ქეთევან გორჯესტანი (Kethevane Gorjestani) რიგით მესამე ჟურნალისტია, რომელიც რუსეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე, გულშემატკივრების მხრიდან, სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა.

ამ ინციდენტის ვიდეომასალას FRANCE 24 ავრცელებს. უცნობი მამაკაცი რამდენჯერმე მიუახლოვდა ქეთევანს, რომელიც ურუგვაი-რუსეთის მატჩზე საუბრობდა, ხელი გადახვია და ბოლოს კისერზე აკოცა.

"სამწუხაროდ, ასეთ და ამაზე უარეს სიტუაციაში ქალი სპორტული ჟურნალისტები რეგულარულად ხვდებიან, განსაკუთრებით, ფეხბურთის გაშუქების დროს. იმღერეთ, იცეკვეთ და იზეიმეთ თქვენი გუნდის გამარჯვება, მაგრამ არ მაკოცოთ, არ შემეხოთ და ნუ შემიშლით ხელს ჩემი საქმის კეთებაში", - აღნიშნა ქეთევანმა სოციალურ ქსელში. სრული სტატია იხილეთ "ინტერმედიაზე"