loader

"თქვენ ჩვენთან ერთად ვერ წამოხვალთ" - პატარა პრინცესას ფრაზა, რომელზეც მსოფლიო ალაპარაკდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენ ჩვენთან ერთად ვერ წამოხვალთ" - პატარა პრინცესას ფრაზა, რომელზეც მსოფლიო ალაპარაკდა

რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის ოჯახში გრანდიოზული მოვლენა იყო - პატარა პრინცი ლუი მონათლეს. ამ მოვლენას მსოფლიო მედია აშუქებდა, თუმცა ლუის ნათლობის ამბებზე მეტად პრინცესა შარლოტას მოულოდნელმა განცხადებამ გამოიწვია აჟიოტაჟი.

კეიტ მიდლტონსა და პრინც უილიამთან ერთად სენტ-ჯეიმსის სასახლეში, გარდა პატარა ლუისა, მათი უფროსი შვილებიც გამოცხადდნენ - 4 წლის პრინცი ჯორჯი და 3 წლის პრინცესა შარლოტა. ელისაბედ დედოფლის შვილთაშვილს, როგორც ჩანს, დიდი ბებიის მეამბოხე ხასიათი აქვს, რაც არაერთხელ გამოავლინა.

ამჯერად, შარლოტამ სასახლეში შესვლისას პაპარაცების ბრბო შენიშნა, მიუტრიალდა და გამოუცხადა: "თქვენ ჩვენთან ერთად ვერ წამოხვალთ..." როგორც ჩანს, პრინცესამ მშვენივრად იცოდა, რომ ფოტოგრაფები და პრესა არ იყვნენ დაპატიჟებულნი ღონისძიებაზე.