loader

პროექტში "10 ღვინო რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ" წინანდალში გამარჯვებულია მეღვინეობა ბესინი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროექტში "10 ღვინო რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ" წინანდალში გამარჯვებულია მეღვინეობა ბესინი

პროექტს "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" პალიტრა მედია ჰოლდინგი და allwine.ge ახორციელებს. მისი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაციაა, შესაბამისად, ის რჩეულ ქართულ ღვინოებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის, საუკეთესო საჩუქარია მათთვის, ვისაც უყვარს ქართული ღვინო, კულტურა და ტრადიციები.

"ღვინო წინანდალი - ადგილწარმოშობის თეთრი მშრალი ღვინოა, რომელიც ხასიათდება ძლიერი ჯიშური არომატით , თავისი ჰარმონიულობითა და ღია ჩალისფერი შეფერილობით. იგი მზადება რქაწითელისა და მწვანის ჯიშის ყურძისგან. 85% -ია რქაწითელი, 15% კი კახური მწვანე. იწარმოება 1890 წლიდან, ვენახები გაშენებულია მდინარე ალაზნის მარჯვება სანაპიროზე, რომელიც არის ზღვის დონიდან 400-დან 750 მეტრამდე.

პროექტში "10 ღვინო რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ", მივიღეთ მონაწილეობა და გაიმარჯვა ჩვენმა ღვინო წინანდალმა, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ღვინის პოპულარიზაციისთვის, როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს გარეთ."- მიხეილ ქუმსიაშვილი, მეღვინეობა ბესინის მთავარი მეღვინე.