loader

ქალმა ქმარ-შვილი მიატოვა, როცა კაცი პარალიზებული გახდა, ჩავარდნილ მამას კი 6 წლის ქალიშვილი უვლის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალმა ქმარ-შვილი მიატოვა, როცა კაცი პარალიზებული გახდა, ჩავარდნილ მამას კი 6 წლის ქალიშვილი უვლის

ჩინელი ტიან ჰეიჩენგი ავარიაში მოჰყვა, რის შედეგად პარალიზებული აღმოჩნდა. ამის შემდეგ მისმა მეუღლემ ის, 7 წლიანი ქორწინების მიუხედავად, მიატოვა. ქალმა თან წაიყვანა მათი უფროსი ვაჟიც, გოგონა კი მამასთან დატოვა. 

გოგონას ჯია ჯია ჰქვია. ის ყოველ დილას 6 საათზე დგება, სკოლაში წასვლამდე მამას ფეხზე მასაჟს უკეთებს, ჭრილობებს უმუშავებს, კბილების გახეხვასა და მოწესრიგებაში ეხმარება.

სანამ გოგონა სკოლაშია, ტიანს ბებია და ბაბუა უვლიან. სკოლიდან დაბრუნების შემდეგ ჯია ჯია მამას აჭმევს და ეხმარება გადაადგილებაში.