loader

"ჩვენ გვჭირდება ასეთი დადებითი ემოციები" - კახა კალაძე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს დინამოს სტადიონზე ესტუმრა და გამარჯვება მიულოცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენ გვჭირდება ასეთი დადებითი ემოციები" - კახა კალაძე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს დინამოს სტადიონზე ესტუმრა და გამარჯვება მიულოცა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაზე მესამე გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა ამჯერად შინ, "დინამო არენაზე" ანდორის ნაკრები 3:0 დაამარცხა. მეტოქის კარში პირველი გოლი 31-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა. მეორე ბურთი 84-ე წუთზე ისევ ყაზაიშვილმა გაიტანა, ხოლო გადამწყვეტი, მესამე გოლი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ჯაბა ჯანკავამ დამატებით წუთებზე გაიტანა.

აღნიშნული გამარჯვებით საქართველოს ნაკრები ჯგუფში 9 ქულით პირველ ადგილზეა.

მატჩის შემდეგ თბილისის მერი კახა კალაძე ნაკრების წევრებს გაესაუბრა და გამარჯვება პირადად მიულოცა. "დიდი მადლობა. ვიცი, რომ ქართველი გულშემატკივარი გახარებულია დღევანდელი გამარჯვებით. ჩვენ გვჭირდება ასეთი დადებითი ემოციები", - განაცხადა კახა კალაძემ.


ასევე დაგაინტერესებთ: საქართველოსა და ანდორის ნაკრების ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა