loader

საქართველოს ჰიმნი ბაჰამის კუნძულებზე - ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ლაშა ბექაურმა ოქრო მოიპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს ჰიმნი ბაჰამის კუნძულებზე - ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ლაშა ბექაურმა ოქრო მოიპოვა

ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ლაშა ბექაურმა (90 კგ) იაპონელ სანშირო მურაოს 30 წამში იპონით სძლია და ჩემპიონი გახდა.

გადამწყვეტ შეხვედრამდე ბექაურმა კანადელი ბენჟამინ კენდრიკი, ლატვიელი ემილს გერკენსი, იაპონელი კოსუკე მაშიამა და სერბი დარკო ბრასანოვიჩი დაამარცხა.

ლუკა მაისურაძე (81 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მან მექსიკელ ფრაისერ ტინტოსს და აზერბაიჯანელ მურად ფატიევს მოუგო, შემდეგ უნგრელ რობერტ რაიკაისთან წააგო, რეპეშაჟში თანანაკრებელი ტატო გრიგალაშვილი, ხოლო მესამე ადგილისთვის შერკინებაში ტაჯიკი ჯახონგირ მაჯიდოვი დაამარცხა.