loader

როგორ "ხურდებიან" ქართველი მორაგბეები იტალიაში, მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ - 9 საუკეთესო ფოტოკადრი ფლორენციიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ "ხურდებიან" ქართველი მორაგბეები იტალიაში, მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ - 9 საუკეთესო ფოტოკადრი ფლორენციიდან

დღეს, 10 ნოემბერს ფლორენციაში "ბორჯღალოსნები" იტალიასთან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს გამართავენ. გთავაზობთ ფოტომასალას, რომელშიც ნახავთ, როგორ ემზადებიან ქართველი მორაგბეები დიდი მატჩის წინ.

მილტონ ჰეიგმა საქართველოს ნაკრების სამატჩო შემადგენლობა დაასახელა, რომელიც გამოცდილი და შედარებით ახალბედა მოთამაშეების ნაზავია და მას იდეალური კომბინაცია უწოდა.

იტალიასთან საქართველოს ნაკრების მატჩის წინ პოპულარულმა იტალიურმა "გაზეტა დელო სპორტმა" აღნიშნა, ამ ამ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ "ბორჯღალოსნებს" 6 ერში მათი ეროვნული გუნდის ადგილის დაკავების პრეტენზია აქვთ და ალბათ, დროა ორგანიზატორებმა ამ ტურნირის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდაზე იფიქრონ.

თამაში თბილისის დროით 18:00-ზე დაიწყება.

ასევე ნახეთ:  გავიხსენოთ იტალია-საქართველოს ურთიერთშეხვედრების ისტორია და კონტექსტი, რათა უკეთ გავიგოთ, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი დღევანდელი თამაში