loader

ლაშა ტალახაძის მსოფლიო რეკორდი და ოქროს მედალი ატაცში! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლაშა ტალახაძის მსოფლიო რეკორდი და ოქროს მედალი ატაცში!

მოლოდინისამებრ დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში. აბსოლუტურ წონაში ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს რეკორდიც დაამყარა და მსოფლიოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი ოქროს მედალიც მოიპოვა.

აკვრაში ლაშამ ჯერ 240 კილოგრამიანი შტანგა ასწია, შემდეგ 252, მესამე ცდაზე კი 257-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და რაც უკვე მსოფლიოს ახალი რეკორდი გახლდათ!

ლაშამ ატაცში 217 კგ ასწია და ორჭიდის ჯამშიც ოქრო მოიპოვა.

სამწუხაროდ, ირაკლი თურმანიძემ ფეხის ტრავმის გამო აკვრაში მონაწილეობა ვერ მიიღო და მას მხოლოდ ატაცში მოპოვებული ბრინჯაოს მედალი დარჩა.

ასე და ამგვარად, ტალახაძემ მსოფლიოს რეკორდებთან ერთად სამი ოქროს მედალი მოიგო: ატაცში, აკვრაში და ორჭიდში.