loader

მოჰამედ სალაჰის შესანიშნავი გოლი და ფეხბურთელის ემოცია - "ლივერპულმა" "ნაპოლის" სძლია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოჰამედ სალაჰის შესანიშნავი გოლი და ფეხბურთელის ემოცია - "ლივერპულმა" "ნაპოლის" სძლია

11 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი სათამაშო დღის დარჩენილი მატჩები გაიმართა.

C ჯგუფში მთავარი ამბები დატრიალდა: "ლივერპულმა" მოჰამედ სალაჰის გოლით საკუთარ მოედანზე 1:0 სძლია "ნაპოლის" და ჯგუფიდან გავიდა. ნეაპოლელებს კომპენსირებულ დროში შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მეკარე ალისონმა თავისი გუნდი გადაარჩინა.

მერსისაიდული გუნდი ევროტურნირებზე "ენფილდზე" 19 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელია. პირველი ადგილი პსჟ-მა დაიკავა, რომელმაც სტუმრად "ცრვენა ზვეზდას" ადვილად მოუგო - 4:1. "ნაპოლი" ევროპალიგაზე გადაინაცვლებს.