loader

ჯანო ანანიძეს "ვილიარეალის" ფეხბურთელმა კინაღამ ფეხი მოსტეხა, გამწარებულ თანაგუნდელს ჯიქია გამოექომაგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯანო ანანიძეს "ვილიარეალის" ფეხბურთელმა კინაღამ ფეხი მოსტეხა, გამწარებულ თანაგუნდელს ჯიქია გამოექომაგა

ევროპა ლიგაზე "ვილიარეალთან" წაგებული მატჩის (0:2) 74-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე და კინაღამ მორიგი ტრავმა მიიღო.

90-ე წუთზე ჯანომ დრიბლინგი წამოიწყო, მას კი უკნიდან ფეხი "ვილიარეალის" მცველმა ხაუმე კოსტამ ჩაარტყა. ჯანომ სიმწრისგან ყვირილი დაიწყო. ეს ვერ მოითმინა მისმა თანაგუნდელმა გიორგი ჯიქიამ, კოსტას მივარდა და ხელი ჰკრა.

ესპანელი მსაჯმა უხეშობისთვის მოედნიდან გააძევა, ჯიქიას ყვითელი ბარათი უჩვენა, ჯანო კი ტრავმას გადაურჩა.