loader

ლას-ვეგასის პოლიცია ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს დნმ-ის ანალიზის აღებას ითხოვს, მას გაუპატიურებაში ადანაშაულებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლას-ვეგასის პოლიცია ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს დნმ-ის ანალიზის აღებას ითხოვს, მას გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

ლას-ვეგასის პოლიცია ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს დნმ-ის ანალიზის აღებას ითხოვს. რონალდუს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ, საქმის გამოძიებისთვის კი, პოლიციის ცნობით, საჭიროა დნმ-ის ანალიზი. როგორც "უოლ სტრიტ ჯორნალი" წერს, მოთხოვნა უკვე გაეგზავნა იტალიის სასამართლო სისტემას.

"იუვენტუსის" ფორვარდი 2009 წელს ლას-ვეგასის სასტუმროში კეტრინ მაიორგას მიმართ სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული, რასაც თავად ფეხბურთელი უარყოფს. შეგახსენებთ, რონალდუ "რეალ მადრიდიდან" "იუვენტუსში" ივლისში გადავიდა. მას არაერთხელ აქვს მიღებული მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული.