loader

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის მომდევნო ეტაპზეა - ქართველი ჩოგბურთელის კიდევ ერთი გამარჯვება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის მომდევნო ეტაპზეა - ქართველი ჩოგბურთელის კიდევ ერთი გამარჯვება

დღეს, 16 იანვარს ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს მორიგი წარმატებული დღე გამოუვიდა, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობის 1/32-ფინალში მსოფლიოს 137-ე ჩოგანი, იტალიელი სტეფანო ტრავალა ხუთ სეტში ანგარიშით 3:6, 6:3, 3:6, 6:4, 6:3 დაამარცხა.

დაპირისპირება საკმაოდ რთული გამოდგა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა შეხვედრაში გარდატეხა მეხუთე სეტში მოახდინა, როდესაც 4:3-ზე ბრეიკი შეასრულა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.

ქართველმა სპორტსმენმა ამ მოგებით წინა წლის შედეგი დააფიქსირა (90 ქულა) და 105 000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. ამ ეტაპზე ნიკა მსოფლიოს მე-18 ჩოგანია.

18 იანვარს ქართველ სპორტსმენს არანაკლებ დაძაბული შეხვედრა
ელოდება. მისი მეტოქე მსოფლიოს მე-15 ნომერი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი იქნება. ეს ორი ჩოგბურთელი ერთმანეთს არასდროს შეხვედრია და კარიერაში პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.