loader

როგორ გამოიყურება საქართველოს ნაკრების ულამაზესი მოფარიკავე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება საქართველოს ნაკრების ულამაზესი მოფარიკავე

კუბის დედაქალაქ ჰავანაში დაშნით მოფარიკავე ქალთა მსოფლიოს თასი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების წევრმა მაია გუჩმაზოვამ იასპარეზა.

გუჩმაზოვამ La Copa del Mundo de Espada que se celebrarქ en La Habana-ს ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ექვსიდან მხოლოდ ორ ორთაბრძოლაში მიაღწია წარმატებას - დაამარცხა ჩინელი იუანიუან ჩჟენი (5:4) და ფრანგი ოსეან ტაჰე (5:2), ხოლო უნგრელ ანა კუნთან (1:5), შვეიცარიელ ანჟელა კრიეგერთან (3:5), ესტონელ კრისტინა კუუსკისა (1:5) და იტალიელ ბეატრის კაგნინისთან (3:5) ვერაფერს გახდა. ამის მიუხედავად, პლეი-ოფში მაინც გავიდა, მაგრამ იქ ფრანგ მელისა გორამთან 13:15
წააგო და 123-ე ადგილზე გავიდა.

გუჩმაზოვა 25-27 იანვარს ყატარში მსოფლიოს გრან პრიზე მოსინჯავს ძალებს.