დაპირისპირება სტადიონზე - მწვრთნელმა მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელის დამხმარე ნოკაუტში ჩააგდო
18:27 / 29-01-2019
იტალიური კლუბის "ლუკეზეს" მთავარი მწვრთნელი ჯანკარლო ფავარინი ხუთთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. სასჯელის მიზეზი ის გახდა, რომ ფავარინმა მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელის თანაშემწეს თავი ჩაარტყა და ნოკაუტში ჩააგდო.