loader

"ბორჯღალოსნებმა" სტუმრად რუმინეთი დაამარცხეს - დაძაბული მატჩის ბოლო წამები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბორჯღალოსნებმა" სტუმრად რუმინეთი დაამარცხეს - დაძაბული მატჩის ბოლო წამები

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში რუმინეთი სტუმრად, ქალაქ კლუჟში, ანგარიშით 18:9 დაამარცხა. "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს 2 ლელო დაუდეს, დანარჩენი ქულები კი 1 გარდასახვითა და 1 ჯარიმით მოიპოვეს. საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას თბილისში, ავჭალის სტადიონზე ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. ამ გამარჯვებით "ბორჯღალოსნებმა" ანთიმოზ ივერიელის გარდამავალი თასიც მოიპოვეს.