loader

ტრაგიკულად დაღუპული 28 წლის ფეხბურთელი ემილიანო სალა დაკრძალეს - მეგობრებისა და ახლობლების გამომშვიდობების ემოციური კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგიკულად დაღუპული 28 წლის ფეხბურთელი ემილიანო სალა დაკრძალეს - მეგობრებისა და ახლობლების გამომშვიდობების ემოციური კადრები

ტრაგიკულად დაღუპული არგენტინელი ფეხბურთელი ემილიანო სალა არგენტინაში, მშობლიურ სანტა ფეს პროვინციაში დაკრძალეს.

დაკრძალვის ცერემონიალს უამრავი ადამიანი დაესწრო, მათ შორის, "კარდიფის" დირექტორი კენ ჩუ და მწვრთნელი ნილ ვორნოკი.

28 წლის თავდამსხმელის თვითმფრინავი 21 იანვარს გაუჩინარდა, როდესაც ის ნანტიდან კარდიფში მიფრინავდა. მასთან ერთად ბორტზე პილოტი დევიდ იბოტსონი იმყოფებოდა, თუმცა მისი ცხედარი ჯერჯერობით არ აღმოუჩენიათ.

სალას ცხედარი 4 თებერვალს 67 მეტრის სიღრმეში, წყლის ქვეშ, თვითმფრინავის ნაგლეჯში აღმოაჩინეს.

ემილიანო სალამ სახელი "ნანტში" თამაშით გაითქვა. 2019 წლის 19 იანვარს ის "კარდიფის" მოთამაშე რეკორდულ ფასად გახდა, ტრაგედიამდე ორი დღით ადრე.