loader

"ჩელსის" მეკარემ და მენეჯერმა მოედანზე სკანდალი დადგეს - ბოთლის სროლა, დაუმორჩილებლობა და უკიდურესი დაძაბულობა პენალტების სერიის წინ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩელსის" მეკარემ და მენეჯერმა მოედანზე სკანდალი დადგეს - ბოთლის სროლა, დაუმორჩილებლობა და უკიდურესი დაძაბულობა პენალტების სერიის წინ

ინგლისის ლიგის თასის ფინალში "მანჩესტერ სიტიმ" "პენალტების" სერიაში 4:3 მოუგო "ჩელსის".
დამატებითი დროის დასასრულ, ჩელსის მეკარე კეპა არისაბალაგამ ტრავმა მიიღო. მენეჯერმა მაურისიო სარიმ მისი ვილი კაბალიეროთი შეცვლა გადაწყვიტა. ეს სტადიონის დიქტორმაც გამოაცხადა, მაგრამ ესპანელი მწვრთნელს არ დაემორჩილა. სარიმ ბოთლი ისროლა და გასახდელისაკენ გაემართა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და დაბრუნდა. პენალტების სერიის წინ სარი
მცველ სესარ ასპილიკუეტას უყვიროდა და ჩხუბი რომ არ მომხდარიყო, მათ შორის გერმანელი ლეგიონერი ანტონიო რიუდიგერი ჩადგა.

ნამატჩევს, "სიტის" მცველმა ვინსენტ კომპანიმ გაიხუმრა, კარგია, კარში კაბალიერო რომ არ ჩადგა, რადგან ეგ თერთმეტმეტრიანებს მაგრად იგერიებსო.