loader

"ბორჯღალოსნების" მხურვალე მადლობა ქართველ გულშემატკივარს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბორჯღალოსნების" მხურვალე მადლობა ქართველ გულშემატკივარს

რაგბიში ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა გერმანია ანგარიშით 52:3 დაამარცხა.

ქართველმა მორაგბეებმა ამ გამარჯვებით ერთი ტურით ადრე უკვე გაინაღდეს ჯგუფში პირველი ადგილი. მომდევნო მატჩს კი „ბორჯღალოსნები“ რუსეთის წინააღმდეგ კრასნოდარში,17 მარტს, 16:00 საათზე გამართავენ.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, "ბორჯღალოსნებმა" დღემდე მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის სამივე შეხვედრა მოიგეს - კლუჟში რუმინეთთან 18:9, თბილისში ესპანეთთან 24:10 და ბრიუსელში ბელგიასთან 46:6, რის შედეგადაც საქართველოს ნაკრები 13 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.

გერმანელებმა კი აქამდე ჩატარებული სამივე მატჩი წააგეს - ბელგიასთან ბრიუსელში 22:29, ბოტოშანში რუმინეთთან - 10:38 და ჰაიდებერგში რუსეთთან - 18:26. სამი ტურის შემდეგ გერმანიის ნაკრები 1 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო, მე-6 ადგილს იკავებს.

ასევე იხილეთ: "ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ჩემპიონები გახდნენ - გამანადგურებელი გამარჯვება გერმანიასთან