loader

22 წლის ძიუდოისტი თორნიკე ნაგლიაშვილი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

22 წლის ძიუდოისტი თორნიკე ნაგლიაშვილი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, 22 წლის თორნიკე ნაგლიაშვილი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. "რეკორდერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, სპორტსმენის დაკავება 5 მარტს, ღამის 3 საათზე, მისივე საცხოვრებელ სახლში მოხდა.

ნაგლიაშვილს საქართველოს პირველობასა და შვეიცარიაში, საერთაშორისო ტურნირზე უნდა ეჭიდავა, თუმცა, მომხდარის გამო სპორტსმენი შეჯიბრებებზე ვერ გამოვიდა.

"რეკორდერის" ინფორმაციით, ნაგლიაშვილს მეუღლის, გვანცა ფანგანის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა, თუმცა, ის არაერთხელ დაარღვია. მისი დაპატიმრება კი კონკრეტულ მუქარის შემცველ მესიჯებს მოჰყვა, რომელიც ნაგლიაშვილის მეუღლემ პოლიციაში წარადგინა.

ძიუდოს ფედერაციაში ამბობენ, რომ სპორტსმენის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა, იციან, რომ ძიუდოისტს ოჯახური პრობლემები აქვს.

როგორც "რეკორდერს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე და 126 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, მუქარას და ოჯახში ძალადობას.

წყარო: recorder.ge