სუპერვარსკვლავი კონორ მაკგრეგორი გულშემატკივრისთვის ტელეფონის დამსხვრევის გამო დააკავეს
10:05 / 12-03-2019
შემთხვევა მაიამის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. როგორც ცნობილია, მობილური ტელეფონის ფასი დაახლოებით 1000 დოლარი იყო. პოლიციამ ის საკუთარ სახლში აიყვანა, მოგვიანებით კი 12,500-დოლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, გასულ წელს მაკგრეგორს სასამართლომ 5-დღიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დააკისრა, ვინაიდან სპორტსმენი ბრუკლინში თავს დაესხა ავტობუსს, რომელშიც მისი კონკურენტი სპოტსმენები ისხდნენ.