loader

"ბორჯღალოსნებმა" რუსები გაანადგურეს და ლეგენდარული ჰიტი We are the Champions იმღერეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბორჯღალოსნებმა" რუსები გაანადგურეს და ლეგენდარული ჰიტი We are the Champions იმღერეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში, რუსეთის ფედერაციის ნაკრები ანგარიშით 22:6 დაამარცხა. წლევანდელ „რაგბი ევროპაზე“ "ბორჯღალოსნებმა" ხუთივე მატჩი მოიგეს რაგბი ევროპის გამარჯვებულებიც გახდნენ.

მატჩი კრასნოდარში, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყო და პირველი ტაიმი „ბორჯღალოსნებმა“ 10:3 მოიგეს. მეორე ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და საბოლოო ანგარიში 22:6 დააფიქსირეს.

1993 წლიდან დღემდე, ამ გუნდებმა 22-ჯერ ითამაშეს და რუსებმა მხოლოდ პირველი შეხვედრა მოიგეს, 1993 წელს სოპოტში (პოლონეთი) 15:9, ერთხელ კი, 17 წლის წინ (2002 წელი), თბილისში ფრედ ითამაშეს - 12:12. დანარჩენ 20 შემთხვევაში, გამარჯვება "ბორჯღალოსნებს" დარჩათ.

რუსეთის ნაკრები ყველაზე დიდი სხვაობით 2012 წელს "მიხეილ მესხზე" დაამარცხეს „ბორჯღალოსნებმა“ - 46:0. მშრალი ანგარიში დაფიქსირდა 2015 წელსაც, როდესაც ვაკეში სტუმრები 33:0 დამარცხდნენ.

სტუმრად გამართულ შეხვედრებში ყველაზე დიდი სხვაობა შარშან, სწორედ კრასნოდარში დაფიქსირდა და მაშინ მე-20, საიუბილეო გამარჯვება 20 ქულის სხვაობით მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა - 29:9.

ასევე იხილეთ: "ბორჯღალოსნების" ემოციები, როცა რუსეთი დაამარცხეს და ჩემპიონები გახდნენ

საქართველოს რუკა "ბორჯღალოსნების" მკერდზე - ქართველი მორაგბეები სპეციალური მაისურებით გავიდნენ