loader

ხანგრძლივი აპლოდისმენტები ზაზა ფაჩულიას: "გოლდენ სტეიტმა" საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს საჩემპიონო ბეჭედი გადასცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხანგრძლივი აპლოდისმენტები ზაზა ფაჩულიას: "გოლდენ სტეიტმა" საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს საჩემპიონო ბეჭედი გადასცა

24 მარტს "დეტროიტ პისტონსი" სტუმრად ზაზას ყოფილ კლუბთან, "გოლდენ სტეიტთან" 114:121 დამარცხდა. მატჩის დაწყებამდე, ზაზა ფაჩულიას პატივსაცემად, "ორექლ არენაზე" სპეციალური ცერემონია გაიმართა. ზაზას ყოფილმა თანაგუნდელმა, მისმა ყველაზე ახლო მეგობარმა კლეი ტომპსონმა ქართველ ცენტრს 2017-2018 წლების NBA-ს საჩემპიონო ბეჭედი გადასცა.

"უორიორსის" გულშემატკივრებმა ზაზა ხანგრძლივი ოვაციით დააჯილდოეს, "ორექლ არენის" დიდ ეკრანებზე კი საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნისადმი მიძღვნილი სპეციალური ვიდეო აჩვენეს.