იკერ კასილიასი ინფარქტით საავადმყოფოში გადაიყვანეს - საუკეთესო მომენტები ლეგენდარული ფეხბურთელის კარიერიდან
19:37 / 01-05-2019
კასილიასი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იკერმა ვარჯიშზე თავი შეუძლოდ იგრძნო და ამ სეზონში აღარ ითამაშებს.
ის "პორტუში" 2015 წელს გადავიდა და 20 მაისს 38 წლის გახდება, "დრაკონებთან" კონტრაქტი კი მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდება.
ამ სეზონში კასილიასმა პორტუგალიის ჩემპიონატის 31 მატჩში 19 გოლი გაუშვა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (15 გოლი გაუშვა) და "პორტუს" 1/4 ფინალში გასვლაში დაეხმარა.
კასილიასი წლების განმავლობაში მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავდა და კლუბის კაპიტანიც იყო.